"პერმიქსი" - პროდუქციის აღწერა

   „პერმიქსი“ არის წყალამრიდი, თბოსაიზოლაციო, ბგერასაიზოლაციო მზა, მშრალი ნაზავი, რომელიც გამოიყენება შიდა და გარე კედლების ლესვისთვის, ჭერის ლესვისთვის და იატაკის მოსაჭიმად; ასევე გამოიყენება სახურავის მოსაჭიმად, საჭირო გიდროიზოლაციის წესების დაცვით.„პერმიქსი“ შეიცავს აფუებულ პერლიტს, ბუნებრივ შემკვრელებს, სილიკატებსა და არაორგანულ დანამატებს. უზრუნველყოფს მაღალ თბო/ბგერა იზოლაციას.

    

     პროდუქტი:

   ქარხნული შეფუთვის მშრალი მზა საიზოლაციო სალესი მასალა, ნებისმიერი ზედაპირის ხელით და მექანიკური დამუშავებისთვის, შიდა და გარე კედლებისთვის, ჭერის გასალესად და იატაკის მოსაჭიმად; ასევე გამოიყენება სახურავის მოსაჭიმად, საჭირო გიდროიზოლაციის წესების დაცვით.

 

     პროდუქტის უპირატესობებია:

· ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი;

· მაღალი თბოიზოლაცია;

· ცეცხლგამძლეობა A1 კლასის;

· ჰაერის გამტარიანობა;

· ხმის იზოლაცია;

· მოჭიდების სიმტკიცე - გამოიყენება ნებისმიერი სახის ზედაპირზე;

. დრეკადობა - არ იბზარება;

· მავნებლებისგან დაცვა;

· მასალის სიმსუბუქე.

 

     "პერმიქსის" გამოყენება

   გამოყენებადი სისქე დამუშავებული კედლის შესაბამისად, ფენებად, ინსტრუქციის დაცვით, სისქით 1სმ- დან 12 სმ-მდე.

   ხარჯვის ნორმა დაახ. 2.0 - 2,5 კგ/მ²/ 1სმ

   სამშენებლო ხსნარის ჯგუფი P I-დან PII-მდე, DIN V 18550 შესაბამისად

   ხმის იზოლაციის კოეფიციენტი 17 dB (2 cm/500 Hz)

   გარეგნული იერსახე თეთრი და ნაცრისფერი გამოყენება +(5-25) გრ.С-ის პირობებში

   დამუშავების მეთოდი - ხელით ან აპარატით

   შეფუთვის ფორმა 5 -15 კგ, 25 ლიტრიანი ტომრები

   შენახვის ვადა 12 თვე

   შემადგენლობა - აფუებული პერლიტის ქვიშა, ქაფ-მინა (აფუებული მინა), ეკოლოგიურად სუფთა შემკვრელი და დანამატები

   ხარისხის გარანტია - თვითკონტროლი ლაბორატორიის მიერ, გოსტისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

      

     გამოყენების სფერო:

   „პერმიქსი“ გამოიყენება ნებისმიერი სახის ზედაპირზე: ბლოკის ყველა სახეობა, აგური, ბეტონი და მეტალის კონსტრუქციები, პლასტმასი, ხე, მინა, მინა-მაგნეზიდის, ემ-დე-ეფ-ის, თაბაშირ-მუყაოს ფილები, და ა.შ.

 

     მახასიათებლები:

   „პერმიქსი“ ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას, ასევე ცეცხლში გაზისა და კვამლის გამოყოფას. მტკიცეა წყლისა და სინესტის მიმართ. ხელს უშლის ობისა და სოკოს წარმოქმნას და ამავდროულად ეხმარება შენობაში ჰაერის გამტარიანობას. დადებითი ეფექტი აქვს შენობის არსებობის განმავლობაში. მარტივად გამოსაყენებელია და არ საჭიროებს სპეციალურ შრომას. ზედაპირის ლესვა შესაძლებელია როგორც მექანიკურად/ხელით, ასევე შესასხურებელი აპარატის საშუალებით.

  

     პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება და გამოყენება:

   მტვერის და მექანიკური ნაწილაკების მოშორების მიზნით რეკომენდირებულია ზედაპირის ჩამორეცხვა წყალით, სპეციალური ხსნარით ან დამუშავება გრუნტით. თავდაპირველად სუფთა ჭურჭელში უნდა ჩავასხათ 2 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი და ეტაპობრივად დავამატოთ მშრალი ნარევი, თან ვურიოთ მიქსერით, რომლის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500-600 ბრ/წუთში. ნარევს დარჩენილი წყალი მცირე ოდენობებით უნდა დავამატოთ. დაუშვებელია მასის გათხელება. ერთ კგ მშრალი ნარევის მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით 0,6-0,7 ლიტრი წყალი.

    

     ზედაპირის გალესვა

   კედლის ზედაპირი უნდა იყოს მაქსიმალურად გასწორებული.

   კედელზე სწორად მაგრდება მიმმართველები (ე.წ. „მაიაკები“) თაბაშირის საშუალებით.

   პროდუქტი მარტივად გამოსაყენებელია, არ საჭიროებს განსაკუთრებულ შრომას და უნარჩვევებს.

   გალესილ კედელზე ფაქტურის დატანება ან გაპრიალება შეიძლება გალესვიდან 1-5 საათის შემდეგ, ზედაპირზე დატანილი ნარევის სისქის და გარემოს ტემპერატურის გათვალისწინებით.

   ნალესის სრული შრობის პერიოდი მშრალი კლიმატის პირობებში, თუ ტემპერატურა +20°C-ზე მაღალია, შეადგენს 3-8 დღეს (ნალესის სისქე 3-12სმ); ნალესის სრული შრობის პერიოდი ნესტიანი კლიმატის პირობებში, თუ ტემპერატურა +5°C დან +20°C-მდეა, შეადგენს 7-20 დღეს (ნალესის სისქე 3-12სმ).კედლის შეღებვა ან სხვა სამალიარო სამუშაოების ჩატარება (შპალიერის გაკვრა, გაზუმფარება, შეღებვა და ა.შ.) შესაძლებელია ნალესის მხოლოდ სრული გაშრობის შემდეგ.

 

     გამოყენების პირობები

   გამოყენების იდეალური ტემპერატურა არის +5 და +25oC-მდე, თუმცა სამუშაოების ჩატარება ასევე შესაძლებელია +35°C ტემპერატურაზეც, პროცესის მეთვალყურეობით, რაც გულისხმობს შრობის მიმდინარეობაზე დაკვირვებას.   

   შენახვის ვადა:  მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნეს 12 თვის განმავლობაში.

  

     აპარატული გამოყენება:

   აპარატით ლესვისას გამოიყენება შესაბამისი აღჭურვილობა. შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დიამეტრისა და სიგრძის შლანგი. ამასთან, გასათვალისწინებელია დანადგარის/სალესი აპარატის შესაბამისობა მწარმოებლის რეკომენდაციებთან.

 

       უსაფრთხოების ზომები:

    უსაფრთხოებისა და საშიშროების ზომები იხილეთ უსაფრთხოების საინფორმაციო ბარათში.

    

     ზოგადი მითითებები:

   მონაცემები შედგენილია გულდასმით და ჯეროვნად, თუმცა, მომხმარებელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, პროდუქტის გამოყენებამდე თავად შეამოწმოს მისი თანხვედრა საკუთარ მიზნებთან. ჩვენი პროდუქტები, როგორც თითოეული გამოყენებული ნედლეული, ექვემდებარება უწყვეტ მეთვალყურეობას, რაც უზრუნველყოფს ხარისხის მუდმივ კონტროლს.

 

     სტანდარტებთან შესაბამისობა:

   ხარისხის მართვის სიტემა ISO  9001:2015

   გარემოს მართვის სისტემა ISO 14001:2015

   გოსტ 33699-2015

   გოსტ 33083-2014

ჩვენი პარტნიორები

ყველა უფლება დაცულია.    2007-2024     ©

მასალებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მფლობელის თანხმობით

პერლიტის მოპოვება, პერლიტის წარმოება, პერლიტის რეალიზაცია, აგროპერლიტი

Яндекс.Метрика