პერლიტის ბლოკი

   პერლიტი ფართოდ გამოიყენება სამშენებლო შემავსებლების წარმოებაში. მაგალითისთვის - 20 სმ-იანი პერლიტის ბლოკის კედელი ექვივალენტურია 60 სმ-იანი პემზის ბლოკის კედლის, თავისი თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის თვისებებით. პერლიტით ამოშენებული და გალესილი კედლები დიდხანს ინარჩუნებენ ოთახის შიდა ტემპერატურას (ტემპერატურული დანაკარგი 24 სთ-ის განმავლობაში შეადგენს 18%-ს 24 სთ-ში) პერლიტის, ქვიშის და ცემენტის ნარევი (50%:30%:20%) ეფექტურია გარე ფასადის ლესვის დროს, არ ატარებს ნესტს და ტენს, არის კარგი სითბოს, ხმის და ნესტის იზოლატორი.   

 

ძირითადი ფაქტორები,  რის გამოც მშენებლობის დროს

ჩვენ ვირჩევთ პერლიტის ბლოკს:

   1) პერლიტი ბუნებრივი და ეკოლოგიური სამშენებლო მასალაა. 

   2) პერლიტი ახასიათებს სითბოს და ხმის მაღალი საიზოლაციო თვისებები. 

   3) პერლიტი გამოყენება ბინათმშენებლობაში, საშუალებას გვაძლევს შენობის დათბუნებაზე და გაგრილებაზე მივაღწიოთ 60 %-მდე ენერგო-ეკონომიას. 

   4) პერლიტის ბლოკის გამოყენებით მშენებლობის პროცესში სამშენებლო კონსტრუქციები მარტივდება, მსუბუქდება, შენობის სიმძიმის ცენტრი დაბლა იწევს, რაც ზრდის შენობის სეისმურ მდგრადობას. 

   5) პერლიტის ბლოკის გამოყენება მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო ხარჯებს. 

   6) პერლიტის ბლოკით აშენებული საცხოვრებელი ბინა ან სახლი ქმნის საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემოს. 

   7) პერლიტის პერლიტის ბლოკს გააჩნია მაღალი ცეცხლგამძლეობა.    

_____________________________________________________________________________________________________________

 

კომპანია “ქართული პერლიტის ჯგუფი” აწარმოებს

5 ტიპის პერლიტის სამშენებლო ბლოკს. 

1. პერლიტის ბლოკის ზომა - 10*20*40; წონა  5,0 კგ; სიმტკიცე მ25 

2. პერლიტის ბლოკის ზომა - 15*20*40; წონა  7,5 კგ; სიმტკიცე მ25 

3. პერლიტის ბლოკის ზომა - 20*20*40; წონა 10,0 კგ; სიმტკიცე მ25 

4. პერლიტის ბლოკის ზომა - 25*20*40; წონა 12,5 კგ; სიმტკიცე მ25 

5. პერლიტის ბლოკის ზომა - 30*20*40; წონა 15,0 კგ; სიმტკიცე მ25 

 

    1 კვ მეტრში ეწყობა 12,5 ცალი ბლოკი; პერლიტის ბლოკი არ იწვის,

არ ფეთქდება ცეცხლში (როგორც ეს ემართება კირქვის ბლოკს), არ გააჩნია

რადიაციული ფონი!

________________________________________________________________________________________________________________________

პერლიტის ბლოკის ძირითადი მახასიათებლები

პერლიტო-ბეტონის საკედლე ბლოკი,

პერლიტის შემავსებლით, ღრუტანიანი

შეესაბამება გოსტ 6133-84

1. პროდუქციის დანიშნულება-საკედლე შემავსებელი შიდა და გარე წყობისათვის

2. ხაზოვანი ზომები (სანტომეტრებში} - 19X19X39

3. ერთეულის მასა (კგ) – 10 (+/- 10%)

4. საშუალო სიმკვრივე (კგ/მ3) – 625 (+/- 10%)

5. მექანიკური სიმტკიცე კუმშვისას (კგ ძ/სმ2) –  25 (+/- 10%)

6. თბოგამტარობა (ვტ/მ 0K) – 0.15

7. ბგერის შთანთქმის კოეფიციენტი (დბ)  - მეტია 70

8. ცეცხლის გავრცელება   - 0

9. ცეცხლისადმი მდგრადობა 800 გრად  C – არა ნაკლებ 5 საათი

10.ფეთქებადსაშიშროება  - 0

11.ორთქლგამტარობა -   (0,3-0,4)%

12.ფერი - ღია რუხი

ჩვენი პარტნიორები

ყველა უფლება დაცულია.    2007-2024     ©

მასალებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მფლობელის თანხმობით

პერლიტის მოპოვება, პერლიტის წარმოება, პერლიტის რეალიზაცია, აგროპერლიტი

Яндекс.Метрика