პერლიტის შესახებ

აფუებული პერლიტის გამოყენების მაგალითები:    

   1. 20 სმ-იანი პერლიტის კედელი ექვივალენტურია 60 სმ-იანი პემზის ბლოკის კედლის, თავისი თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის თვისებებით.    

   2. პერლიტით ამოშენებული და გალესილი კედლები დიდხანს ინარჩუნებენ ოთახის შიდა ტემპერატურას (ტემპერატურული დანაკარგი 24 სთ-ის განმავლობაში შეადგენს 18%-ს 24 სთ-ში).    

   3. პერლიტის, ქვიშის და ცემენტის ნარევი (3:1:1) ეფექტურია გარე ფასადის ლესვის დროს, არ ატარებს ნესტს და ტენს, არის კარგი სითბოს, ხმის და ნესტის იზოლატორი.    

   4. პერლიტის, ქვიშის და ცემენტის ნარევი (4:1:1) იძლევა საუკეთესო ეფექტს იატაკის მოჭიმვის (სტიაჟკის) შესასრულებლად, ხოლო ასეთი მასის 3 სმ-იანი ფენა სითბოს და ხმის იზოლაციით უტოლდება 15 სმ-იანი ბეტონის ფილის მახასიათებელს.   

  გახსოვდეთ, პერლიტი ბუნებრივი მინერალია, არის ეკოლოგიურად სუფთა, იაფი, ხოლო მშენებლობის და რემონტის პროცესში თავისი მცირე წონის და სიმსუბუქის წყალობით (1 მ3 პერლიტი იწონის დაახლოებით 100 კგ-ს) არის მარტივი და იაფი გამოყენების დროს.  პერლიტის ძირითადი თვისებებია: სიმსუბუქე, მაღალი წებოვნება, სქელი ფენის დატანის შესაძლებლობა, მაღალი ხმის და თბოიზოლაციის უნარი, მუდმივობა, ეკოლოგიურობა, მაღალი ჰიდროფობული თვისებები, სრული ხანძარ უსაფრთხოება. 

   პერლიტი ბუნებრივად წარმოქმნილი ვულკანური მიწაა, რომელიც 1100 გრადუს ტემპერატურაზე ჩატარებული სპეციელური ტექნოლოგიური პროცესის შედეგად იძენს განსაკუთრებულ თვისებებს, რის შედეგადაც იგი წარმატებით და ეფექტურად შეიძლეება გამოყენებულ იქნას მშენებლობასა და რემონტში შიდა კედლების და გარე ფასადების შელესვის დროს, არამზადი კედლების შემავსებლად, ბლოკების და აგურის წარმოებისათვის. პერლიტი საუკეთესოა საცხოვრებელი ბინების, ოფისების, აგრეთვე შენობების ფასადების გასალესად. აფუებულ პერლიტს აქვს მაღალი სითბოს და ხმის იზოლაციის თვისებები, არ გააჩნია რადიაციული ფონი, გამოიყენება შენობების დასათბუნებლად სხვადასხვა სათავსების და საცხოვრებელი ფართების საიზოლაციოდ და დასათბობად. აფუებული პერლიტი გამოიყენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად. საუკეთესოა სახურავქვეშა თბო-იზოლაციისათვის როგორც საცხოვრებელ ბინებში ასევე სამეურნეო ნაგებობებში.

9 ფაქტორი რის გამოც მშენებლობის დროს ჩვენ ვირჩევთ პერლიტს 

   1) პერლიტი ბუნებრივი და ეკოლოგიური სამშენებლო მასალაა. 

   2) პერლიტი ახასიათებს სითბოს და ხმის მაღალი საიზოლაციო თვისებები. 

   3) პერლიტი გამოყენება ბინათმშენებლობაში, საშუალებას გვაძლევს შენობის დათბუნებაზე და გაგრილებაზე მივაღწიოთ 60 %-მდე ენერგო-ეკონომიას. 

   4) პერლიტის გამოყენებით მშენებლობის პროცესში სამშენებლო კონსტრუქციები მარტივდება, მსუბუქდება, შენობის სიმძიმის ცენტრი დაბლა იწევს, რაც ზრდის შენობის სეისმურ მდგრადობას. 

   5) პერლიტის გამოყენება მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო ხარჯებს. 

   6) პერლიტით აშენებული საცხოვრებელი ბინა ან სახლი ქმნის საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემოს. 

   7) პერლიტის შემცველ სამშენებლო მასალებს – პერლიტის ბლოკს, სალეს პერლიტს და სხვებს გააჩნიათ მაღალი ცეცხლგამძლეობა. 

   8) პერლიტი შეუცვლელია დახრილი სახურავების და სხვენების თბოიზოლაციისათვის. 

⁠   9) პერლიტი  არ  ძველდება,  არ იშლება დროთა განმავლობაში, მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენენ ცხოველური და მცენარეული; წარმოშობის სხვადასხვა მავნებლები.

 

ჩვენი პარტნიორები

ყველა უფლება დაცულია.    2007-2024     ©

მასალებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მფლობელის თანხმობით

პერლიტის მოპოვება, პერლიტის წარმოება, პერლიტის რეალიზაცია, აგროპერლიტი

Яндекс.Метрика