პერლიტი ბუნებრივი წარმოშობის ვულკანური მთის ქანია, რომელიც დაქუცმაცებისა და შემდგომში მაღალტემპერატურული თერმული დამუშავების შედეგად, იძენს განსაკუთრებულ თვისებებს. პერლიტი ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა, სტერილური მასალაა, არ იშლება, არ იწვის, არ დნება, არ ლპება და არაა ტოქსიკური!

   პერლიტი  1100°C-ზე ზემოთ გაცხელების შედეგად ფუვდება და პირვანდელ მოცულობაზე 5-20-ჯერ იზრდება მოცულობაში.  ამ პროცესს განაპირობებს, პერლიტის ქანში არსებული ბმული წყალი - H2O.        გაცხელების  შედეგად - 900°C-1200°C აფუებისას პერლიტში არსებული წყალიიწყებს დუღილს და იწვევს მისი  გარსის გაფართოებას. 

   აფუების პროცესში პერლიტი ღებულობს მისთვის დამახასიათებელ თეთრ ფერს. 

   აფუების შედეგად პერლიტი პრაქტიკულად სრულად კარგავს წყალს და შესაბამისად მსუბუქდება.

პერლიტის პროდუქცია

ჩვენი პარტნიორები

ყველა უფლება დაცულია.    2007-2024     ©

მასალებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მფლობელის თანხმობით

პერლიტის მოპოვება, პერლიტის წარმოება, პერლიტის რეალიზაცია, აგროპერლიტი

Яндекс.Метрика