⁠ტ⁠ორფი

   ტ⁠ორფი - ეს არის მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების მასა, რომელსაც განუცდია ნაწილობრივი გადალპობა ჭარბი ტენიანობისა  და  უჰაერო მდგომარეობაში.   ⁠ჩვენს მიერ წარმოებული ტორფი ეკოლოგიურად სუფთა აგრონომიული ნედლეულია, რომელსაც ფართოდ იყენებენ ნიადაგის ორგანულ სასუქად.  

   ⁠აგროპერლიტთან ერთად იგი იკავებს დიდი რაოდენობით წყალს და სასუქებს, აქედან გამომდინარე ეფექტურია სხვადასხვა სახის ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მცენარის სწრაფ და ჯანმრთელ ზრდასა და განვითარებას. იგი გამოირჩევა თავისი ფიზიკური, ბიოლოგიური და ქიმიური თვისებებით.       

   ჩვენს მიერ შემოთავაზებული ტორფი იწარმოება საქართველოში, წალკის რაიონში, და თავისი მონაცემებით არ ჩამოუვარდე ბალტიისპირეთიდან სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ტორფს!  იგი   უზრუნველყოფს მცენარის ტენინაობას, ჰაერაციას და უზრუნველყოფს მცენარის ზრდის სტიმულირებას, რაც ქმნის ოპტიმალურ პირობას მცენარის ძლიერი ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებისთვის.

   ჩვენი ტორფის სტრუქტურა და შემცველობა სრულად უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის წყლის შეთვისებას და მიწოდებას მცენარისათვის.   ⁠ჩვენს მიერ წარმოებული ტორფის ძირითადი მახასიათებლებია:⁠ტორფის ფრაქცია - 20-30 მმ;მჟავიანობა PH - (5.5-6.1)ორგანული ნივთიერებები - 60-70 % ნაცრის შემცველობა  - 56.5 %სიმკვრივე - 250-390 კგ/მ3გამტარობა  - 0,2-0,7 mS/sm (1:5)შეკუმშვა - 19.1-31.1 %ფორების საერთო მოცულობა   - 80-90 % (v/v)ჰაერის წილი   -  22-42 % (v/v)წყლის წილი    - 2.3-3.5 % (v/v)ტენიანიბა  - 39-49 %       

   გამოყენების მოკლე ინსტრუქცია: ტორფი გამოიყენება ბოსტნეულის, ბაღჩეულის, დეკორატიული მცენარეების და ყვავილების ჩითილების ან ნერგების გამოსაყვანად. ტორფი იყრება საჩითილე კასეტებში ან პირდაპირ მიწაში, ხდება მისი მორწყვა და სათესლე მასალის დათესვა.

ჩვენი პარტნიორები

ყველა უფლება დაცულია.    2007-2024     ©

მასალებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მფლობელის თანხმობით

პერლიტის მოპოვება, პერლიტის წარმოება, პერლიტის რეალიზაცია, აგროპერლიტი

Яндекс.Метрика