მცენარის ნორმალურად განვითარებისათვის აუცილებელია ფხვიერი ნიადაგი და ხელოვნურად მიღებული სუბსტრატი, რომელსაც აქვს ჰაერის გატარების და ნესტის შენარჩუნების უნარი.

   განასხვავებენ შემდეგი სახის სუბსტრატებს: ბუნებრივი ნიადაგი, ბუნებრივი და ხელოვნური ნაერთები, სინთეტიკური (პოლიმერული) სუბსტრატები.     

   ბუნებრივ ნიადაგად ითვლება ის, რაც ფორმირებულია ბუნების მიერ. რაც უფრო ინტენსიურად გამოიყენება ნიადაგი, დროთა განმავლობაში, მით ნაკლები საკვები ნივთიერებებია მასში. უარესდება ნიადაგის სტრუქტურა. ხდება უფრო მყიფე, კარგავს ჰაერისა და ნესტის შენარჩუნების უნარს.    

   ყოველივე ეს უარყოფითათ მოქმედებს მცენარის განვითარებაზე. ამგვარ ნიადაგში ჭარბი რაოდენობით გამანაყოფიერებლების გამოყენება იწვევს მარილების დალექვას, რაც აგრეთვე უარყოფითათ მოქმედებს მცენარეთა განვითარებაზე. ამგვარი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად იყენებენ ტორფს, ჩალას, ფოთლებს, ნაკელს, ნახერხს და სხვა, რაც ბუნებრივ მინაერთებს მიეკუთვნება.    

   სინთეტიკური სუბსტრატების დასამზადებლად იყენებენ მინერალურ ბამბას, პოლიაკრილის ჟელეს, საკვები მინერალებით გაჯერებულ ნაცარს და სხვა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ყოველივე ეს არ არის საკმარისი მცენარის სრულფასოვნად განვითარებისათვის.    ამგვარი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასში შეყავთ სინთეტიკური მასალები: პენოპოლისტიროლის გრანულები და პოლიაკრილამიდები.     

   უკანასკნელ წლებში, ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების მისაღებად, სულ უფრო ხშირად გამოიყენება ბუნებრივი დანამატები: ტორფი, როგორც “სუფთა სახით”, ასევე სილასთან, პერლიტთან, ვერმიკულიტთან და მინერალურ ბამბასთან შერეული.

რატომ იყენებენ აგროპერლიტს?   

  

   მცენარეს ნორმარული ზრდისათვის სჭირდება -  ჰაერი, წყალი, სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი, საკვები ნივთიერებები,  სარეველა მცენარეებისგან თავდაცვა.     დავახასიათოთ თვითეული მათგანი.

   1. ჰაერი.     ჟანგბადის დიდ ნაწილს მცენარეს აწვდის ფესვები. ნიადაგი, რომელიც განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, ხუთავს მცენარეს, ამგვარ ნიადაგში ფესვი ცუდათ ვითარდება. აფუებული პერლიტის შეყვანა კი მას ხდის ფხვიერს და ჰაერგამტარს.      

   2.  წყალი.    ნიადაგი კარგად უნდა ითვისებდეს წყალს და ასევე აწვდიდეს მცენარის ფესვებს. ამასთან მორწყვა უნდა ხდებოდეს შედარებით იშვიათად. სასურველია, რომ წყალი ნიადაგიდან არ ორთქლდებოდეს სწრაფად, რათა ზედაპირზე, შრობის შედეგად არ წარმოიშვას გაუმტარი ქერქი. აფუებული პერლიტის ნაწილები ნიადაგისთვის წარმოადგენს თავისებურ წყლის რეზერუარს. მორწყვის შედეგად იგი ინტენსიურად იწოვს წყალს (400%-მდე) და თანაბრად უნაწილებს პერლიტის სხვა ნაწილაკებს. ნიადაგის ფენა თანაბრად დატენიანებულია. მცენარეთა ფესვები პერლიტის “რეზერვუარის” მეშვეობით არ განიცდის წყლის ნაკლებობას. ნიადაგის ზედაპირი, რომელიც გამდიდრებულია პერლიტით, მზეზე გამოშრობის დროს, არ იკეთევს ქერქს. პერლიტი ქვედა ფენიდან იწოვს ნესტს და უზრუნველყოფს ზედაპირის დანესტიანებას. თეთრი ფერის პერლიტს აქვს მზის სინათლისა და თბოენერგიის არეკლვის უნარი.      

   3.  სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი.    ტენიანობის სრულყოფილი მიგრაცია ნიადაგში და მასთან ერთად სითბური  ცვალებადობა, კარგად არეგულირებს ტემპერატურას ფესვურ სისტემაში. ცნობილია, რომ ნიადაგის თბოგამტარიანობა დამოკიდებულია ნიადაგის სიმკვრივეზე, რაც ნაკლებია სიმკვრივე, მით უარესად გადანაწილდება ენერგია, ნიადაგი ძნელად გრილდება და ასევე ძნელად თბება. ეს კი უზრუნველყოფს ფესვის დაცვას გადახურებისა და გაყინვისაგან.     

   4. საკვები ნივთიერებები.     საკვები ნივთიერებები ფესვების მეშვეობით მცენარეს მიეწოდება გახსნილი სახით. პერლიტით განოყიერებული ნიადაგი უზრუნველყოფს ფესვებისათვის საკვები ნივთიერებების სრულფასოვნად მიწოდებას.     

   5. სარეველა მცენარეებისგან თავდაცვა.     აფუებული პერლიტის უპირატესობა უდაოა, ის ხომ მიღებულია ღუმელში გამოწვის გზით 1100-11500c ტემპერატურულ რეჯიმში.  მასში არა თუ არ არსებობს სარეველას თესლები, არამედ მავნე მწერების კვერცხებიც.

ჩვენი პარტნიორები

ყველა უფლება დაცულია.    2007-2024     ©

მასალებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მფლობელის თანხმობით

პერლიტის მოპოვება, პერლიტის წარმოება, პერლიტის რეალიზაცია, აგროპერლიტი

Яндекс.Метрика