უახლესი ინოვაციური თბო/ბგერა საიზოლაციო მასალები ქართული პერლიტის ბაზაზე
ძირითადი მახასიათებლები და გამოყენების პირობები
პერლიტო-ბეტონი წარმოადგენს მსუბუქი ბეტონების ერთ-ერთ სახეს, რომელსაც აქვს ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა, დაბალი მოცულობითი წონა და თბოგამტარიანობა. ეს მასალა დამუშავებულ იქნა სპეციალურად იმისთვის, რომ გარე კედლების კონსტრუქციიდან ამოღებული იქნას არატექნოლოგიური მოძველებური საშენი მასალები.
რაც შეეხება თანამედროვე მკაცრ მოთხოვნილებებს ენერგიის დაზოგვის მხრივ, პერლიტობეტონი, როგორც ერთ-ერთი ეფექტური თბოსაიზოლაციო მასალა, რეკომენდირებულია მშენებლობაში გამოსაყენებლად.
თავის არაჩვეულებრივ თვისებებს პერლიტობეტონი შესანიშნავად ავლენს მონოლითურ სტრუქტურებში, ბლოკების, ფილებისა და ბათქაშის საფარის სახით. იგი მაქსიმალურ ეფექტს ავლენს ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრებში, როგორიცაა თბოგამტარიანობა, ორთქლშეღწევადობა და თბური ინერცია, მაღალი ბგერასაიზოლაციო და ბგერამშთანთქმელი მახასიათებლები. ერთობლიობაში სწორედ ეს ქმნის კომფორტულ პირობებს შენობაში - ზამთარში-სითბოს ხოლო ზაფხულში-სიგრილეს.
20 სმ-იანი პერლიტობეტონის კედელი, თავისი თბოენერგიეფექტური
მაჩვენებლებით წარმატებით ცვლის ერთი მეტრის სისქის აგურის წყობას.
ამ დროს ასეთი კედელი არ საჭიროებს დამატებით დათბუნებას. მათზე შეიძლება აგრეთვე მოეწყოს მოსაპირკეთებელი ფილები ან დაიტანო დეკორატიული ბათქაში.
შენობის დასათბუნებლად გამოყენებული პერლიტობეტონი მრავალი წლების განმავლობაში იქნება ექსპლუატაციაში, ვინაიდან მას აქვთ მაღალი ყინვაგამძლეობა, ბიომდგრადობა, მდგრადობა კოროზიის, მაღალი ტემპერატურების, ტემპერატურული ცვლილებებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებების მიმართ.
ამ მასალისგან აშენებული საცხოვრებელი სახლები, აგურით ან ბლოკებით ნაშენებ სახლებისგან განსხვავებით არ იწვიან და არ ინგრევიან ხანძრის შემთხვევაში. ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ 1 სმ-იანი პერლიტობეტონის კედელი 2 სთ-ის განმავლობაში უძლებს ცეცხლის ალის პირდაპირ ზემოქმედებას სტრუქტურის დაუშლელად. მისი გამოყენება შეიძლება მეტალოკონსტრუქციების იზოლაციისათვის და სახანძრო და ავარიული გასასვლელებისა და კიბეების ასაშენებლად.
პერლიტობეტონის ორთქლშეღწევადობის თვისებების გამო მისგან აშენებული სახლი "სუნთქავს", როგორც ხისგან აშენებული. ეს თვისება "ისუნთქოს", განასხვავებს მას სხვა ტრადიციული საშენი მასალებისგან. ის ინტენსიურად მუშაობს ორთქლის გასაწოვად შენობის შიგნიდან გარეთ, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მის გამოყენებას. პერლიტობეტონი ძალიან მსუბუქი მასალაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს შენობის წონას. მაგრამ მისი უმთავრესი თვისებაა სითბოს დაზოგვა (მისი მაღალი თბოფიზიკური მაჩვენებლების გამო). სახლი, რომელიც აშენებულია ამ მასალით 40%-ით და მეტად ზოგავს მის გასათბობად და გასაგრილებლად საჭირო ენერგიას, ასევე უზრუნველყოფს მაღალ ბგერაიზოლაციასა და ხმაურისაგან კარგ დაცვას.
პერლიტის ბლოკი
პერლიტი ფართოდ გამოიყენება სამშენებლო შემავსებლების წარმოებაში. მაგალითისთვის - 20 სმ-იანი პერლიტის ბლოკის კედელი ექვივალენტურია 60 სმ-იანი პემზის ბლოკის კედლის, თავისი თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის თვისებებით. პერლიტით ამოშენებული და გალესილი კედლები დიდხანს ინარჩუნებენ ოთახის შიდა ტემპერატურას (ტემპერატურული დანაკარგი 24 სთ-ის განმავლობაში შეადგენს 18%-ს 24 სთ-ში) პერლიტის, ქვიშის და ცემენტის ნარევი (50%:30%:20%) ეფექტურია გარე ფასადის ლესვის დროს, არ ატარებს ნესტს და ტენს, არის კარგი სითბოს, ხმის და ნესტის იზოლატორი.
ძირითადი ფაქტორები, რის გამოც მშენებლობის დროს
ჩვენ ვირჩევთ პერლიტის ბლოკს:
1) პერლიტი ბუნებრივი და ეკოლოგიური სამშენებლო მასალაა.
2) პერლიტი ახასიათებს სითბოს და ხმის მაღალი საიზოლაციო თვისებები.
3) პერლიტი გამოყენება ბინათმშენებლობაში, საშუალებას გვაძლევს შენობის დათბუნებაზე და გაგრილებაზე მივაღწიოთ 60 %-მდე ენერგო-ეკონომიას.
4) პერლიტის ბლოკის გამოყენებით მშენებლობის პროცესში სამშენებლო კონსტრუქციები მარტივდება, მსუბუქდება, შენობის სიმძიმის ცენტრი დაბლა იწევს, რაც ზრდის შენობის სეისმურ მდგრადობას.
5) პერლიტის ბლოკის გამოყენება მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო ხარჯებს.
6) პერლიტის ბლოკით აშენებული საცხოვრებელი ბინა ან სახლი ქმნის საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემოს.
7) პერლიტის პერლიტის ბლოკს გააჩნია მაღალი ცეცხლგამძლეობა.
პერლიტი შიდა და გარე ლესვისათვის
აფუებული პერლიტი გამოიყენება შენობის შიდა და გარე ლესვისათვის, რადგან იგი ეკოლოგიური სალესი მასალაა და გააჩნია მაღალი თბოიზოლაცია და ბგერაიზოლაცია, ამიტომაც იგი განეკუთვნება ე.წ. "თბილი ბათქაშის" კატეგორიას. სწორედ ამიტომ პერლიტის ბათქაში გამოიყენება როგორც შენობის შიდა, ასევე გარე ლესვისათვის.
9 მიზიზი, რის გამოც თქვენ საკუთარი საცხოვრებელი და საოფისე ფართი
უნდა გალესოთ ჩვენს მიერ წარმოებული პერლიტის ბათქაშით:
1. ჩვენს მიერ წარმოებული პერლიტის მშრალი ბათქაშით უზრუნველყოფს შესანიშნავ შეჭიდულობას სამშენებლო ბლოკთან, ბეტონთან, აგურთან და სხვა საკედლე შემავსებელთან.
2. აქვს მაღალი ხმისა და თერმული იზოლაცია. 2,5 სმ სისქის ნალესი პერლიტი 15 სანტიმეტრი აგურის კედლის ექვივალენტურია. ამ მასალის გამოყენებით გათბობის ხარჯები 40%-ით შეგიმცირდებათ.
3. ხელს უშლის სოკოს, ბაქტერიების ნესტის წარმოქმნას.
4. გააჩნია ცეცხლის, მაღალი ტემპერატურის და ყინვის მიმართ მაღალი მდგრადობა. არ იწვის 2000 გრადუს ტემპერატურაზეც კი!!!
5. უზრუნველყოფს მაღალ სახანძრო უსაფრთხოების. მასალა არ უწყობს ხელს წვას და ალის გავრცელებას.
6. 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა მასალაა!!!. იგი არ იწვევს ალერგიას ან რაიმე ზიანს ადამიანებისათვის.
7. შეიძლება დაიტანოთ ნებისმიერ ზედაპირზე (ბლოკი, აგური, ბეტონი და სხვა). მარტივია დამუშავების პროცესში.
8. მიუხედავად მრავალი უპირატესობისა ტრადიციული სალეს მასალებთან შედარებით (გაჯი ან თაბაშირი), მისი ფასი არ აჭარბებს ამ მასალების ღირებულებას.
9. რაც არა ნაკლებ მნიშვნელოვანია - სამუშაო პროცესის დასრულების შენდეგ არ გააჩნია ნარჩენები (ე.წ. „ატხოდი“) და თქვენ არ გიხდებათ დამატებითი ხარჯების გაწევა სამშენებლო ნარჩენების გასატანად!!!