უახლესი ინოვაციური თბო/ბგერა საიზოლაციო მასალები ქართული პერლიტის ბაზაზე

ძირითადი მახასიათებლები და გამოყენების პირობები

 

 

საფილტრე პერლიტი - "ფილტროპერლიტი"

   კომპანია „ქართული პერლიტის ჯგუფი" გთავაზობთ პერლიტის საფილტრე ფხვნილს, რომლის ფორმა, ზომა და ხარისხი საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნეს ფილტრაციის ოპტიმალური ხარისხი და სიჩქარე.

   ჩვენს მიერ წარმოებული საფილტრე პერლიტის ფხვნილი (ფილტროპერლიტი) წარმოადგენს ფოროვან, ქიმიურად ინერტულ, (PH=6,5-7,25) ბიომდგრად, მაღალი სორბციული თვისებების მქონე ეკოლოგიურად სუფთა მინერალურ მასალას, რომელიც მიიღება პერლიტის ქანის თერმული და მექანიკური დამუშავების პროცესში.

    გამოიყენება სასმელი და ჩამდინარე წყლების, შაქრისა და ხილის წვენის, კონიაკის, ლუდის, ღვინისა და ღვინის ლექის, მცენარეული და ტექნიკური ზეთების, ნავთობპროდუქტების, ქიმიური მრეწველობის ხსნარების, ანტიბიოტიკების და სხვათა გასაფილტრად. 

საფილტრე პერლიტი 140 მკმ ( M150) 300მკმ
    პერლიტის საფილტრე ფხვნილი (გოსტი30566-98) ეს არის დამხმარე საფილტრავი საშუალება ისეთი სხვადასხვა სუსპენზიების და სითხეების გასაფილტრად, როგორიცაა: ღვინო, ლუდი, შაქრის ვაჟინები, წვენები, მცენარეული და ტექნიკური ზეთები, ნავთობპროდუქტები, ანტიბიოტიკები, ნარჩენი წყლები, სხვადასხვა ქიმიური ხსნარები და საპოხი მასალები. შესაბამისად, პერლიტის საფილტრე ფხვნილის გამოყენება რეკომენდებულია მრეწველობის სხვადასხვა დარგში - კვების, ქიმიური, სამედიცინო, ნავთობგადამამუშავებელი და სხვა.

 

   ადგილობრივი წარმოშობის პერლიტის საფილტრე ფხვნილის გამოყენებამ ბევრ მწარმოებელს საშუალება მისცა, ჩაენაცვლებინა ანალოგიური იმპორტული საფილტრე მასალები, რამაც საბოლოო ჯამში ხარჯების შემცირება და, რიგ შემთხვევაში, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვია.

 

   ფარავნის საბადოს პერლიტის საფილტრე ფხვნილის განსაკუთრებული თვისებებისა და კომპანია „ქართული პერლიტის ჯგუფი" ტექნოლოგიების ერთობლიობის წყალობით, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთი ფორმის, ზომისა და ხარისხის პროდუქციას, რომელიც საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნეს ფილტრაციის ოპტიმალური ხარისხი და სიჩქარე. ჩვენი ტექნოლოგები დაეხმარებიან მწარმოებლებს შეარჩიონ ისეთი საფილტრე ფხვნილი, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება მათ დანადგარებსა და ტექნოლოგიურ პროცესებს.

 

კომპანია „ქართული პერლიტის ჯგუფი" საფილტრე ფხვნილის გამოყენებით თქვენ იღებთ შემდეგ უპირატესობებს:

• საფილტრე ფხვნილის შეძენისას დანახარჯების ეკონომიას;

• სტაბილურ გრანულომეტრულ შემადგენლობას, რომელიც უზრუნველყოფს ფილტრაციის ხანგრძლივობას წარმოების გრძელ პერიოდში.

• მაქსიმალურად სტაბილურ ფილტრაციის პროცესს;

• ფილტრაციის მაღალ სიჩქარეს;

• გასუფთავების მაღალ დონეს;

• გასაფილტრი სუსპენზიის დანაკარგების შემცირებას;

 

ღვინომასალის საფილტრე პერლიტის ძირითადი 
     ფიზიკო-ტექნიკური მახასიათებლები

           

                            

მაჩვენებლები

FR 1-140

FR 0-300

FR 0-630

ფრაქცია მკმ

0-140

0-300

0-630

ნაყარი წონა კგ/მ3

140-150

110-120

90-110

წყალში მოტივტივე ნაწილაკების მასიური წილი %

9,0

10,0

11,0

სინესტის მასიური წილი %

0,4

0,4

0,4

წყლის ფილტრაციული გამტარებლობა, დარსი

1,5

2,9

4,4