უახლესი ინოვაციური თბო/ბგერა საიზოლაციო მასალები ქართული პერლიტის ბაზაზე

ძირითადი მახასიათებლები და გამოყენების პირობები

 

აგროპერლიტის გამოყენება

მცენარის ნორმალურად განვითარებისათვის აუცილებელია ფხვიერი ნიადაგი და ხელოვნურად მიღებული სუბსტრატი, რომელსაც აქვს ჰაერის გატარების და ნესტის შენარჩუნების უნარი.

 

განასხვავებენ შემდეგი სახის სუბსტრატებს: ბუნებრივი ნიადაგი, ბუნებრივი და ხელოვნური ნაერთები, სინთეტიკური (პოლიმერული) სუბსტრატები.

 

ბუნებრივ ნიადაგად ითვლება ის, რაც ფორმირებულია ბუნების მიერ. რაც უფრო ინტენსიურად გამოიყენება ნიადაგი, დროთა განმავლობაში, მით ნაკლები საკვები ნივთიერებებია მასში. უარესდება ნიადაგის სტრუქტურა. ხდება უფრო მყიფე, კარგავს ჰაერისა და ნესტის შენარჩუნების უნარს.

 

ყოველივე ეს უარყოფითათ მოქმედებს მცენარის განვითარებაზე. ამგვარ ნიადაგში ჭარბი რაოდენობით გამანაყოფიერებლების გამოყენება იწვევს მარილების დალექვას, რაც აგრეთვე უარყოფითათ მოქმედებს მცენარეთა განვითარებაზე. ამგვარი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად იყენებენ ტორფს, ჩალას, ფოთლებს, ნაკელს, ნახერხს და სხვა, რაც ბუნებრივ მინაერთებს მიეკუთვნება.

 

სინთეტიკური სუბსტრატების დასამზადებლად იყენებენ მინერალურ ბამბას, პოლიაკრილის ჟელეს, საკვები მინერალებით გაჯერებულ ნაცარს და სხვა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ყოველივე ეს არ არის საკმარისი მცენარის სრულფასოვნად განვითარებისათვის. ამგვარი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასში შეყავთ სინთეტიკური მასალები: პენოპოლისტიროლის გრანულები და პოლიაკრილამიდები.

 

უკანასკნელ წლებში, ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების მისაღებად, სულ უფრო ხშირად გამოიყენება ბუნებრივი დანამატები: ტორფი, როგორც “სუფთა სახით”, ასევე სილასთან, პერლიტთან, ვერმიკულიტთან და მინერალურ ბამბასთან შერეული.