უახლესი ინოვაციური თბო/ბგერა საიზოლაციო მასალები ქართული პერლიტის ბაზაზე

ძირითადი მახასიათებლები და გამოყენების პირობები

 

   

   კომპანია "ქართული პერლიტის ჯგუფი" (GP Group) აწარმოებს სამუშაობს სხვადასხვა ფრაქციის (მსხვილი, საშუალო და წვრილი ფრაქციები) აგრო პერლიტის მოპოვების, გადამუშავების და წარმოების მიმართულებებით.

აგროპერლიტი - ეს სპეციალური მეთოდით დამუშავებული პერლიტია,  (ბუნებრივი მასალა), რომელიც გამოიყენება ნიადაგში ტენის შესანარჩუნებლად, ნიადაგის ვენტილაციისათვის, გასაფხვიერებლად, ფესვების გასამყარებლად, ფესვებისთვის ჟანგბადის მისაწოდებლად, ნიადაგში სასუქის თანაბრად გადასანაწილებლად, აგრეთვე გამოიყენება სუბსტრაქტის სახით, ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად.   მის შემადგენლობაში შედის ის ქიმიური ნივთიერებები, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ხარისხს: 70-50% SIO2, 12-14%,  AL2O3 , 3-5% Na2O, 3-5% K2O, 1%-mde Fe2O3, CaO, MgO.     

    ისევე როგორც ნებისმიერი მიწა, მისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, აგროპერლიტი ინერტულია, ქიმიურად და ბიოლოგიურად მდგრადია. გააჩნია რა წყლის შთანთქმის კარგი უნარი. აგროპერლიტი იწოვს თავისი წონის 400%-მდე წყალს.      

 მომხმარებლის საჭიროებების, მოთხოვნის და ინტერესების შესაბამისად შესაძლებელია მოვაწოდოთ მას აგროპერლიტის წვრილი, საშუალო და მსხვილი ფრაქციები.

აგროპერლიტი ფრ 2-6მმ

აგროპერლიტის გამოყენება

 

 

მცენარის ნორმალურად განვითარებისათვის აუცილებელია ფხვიერი ნიადაგი და ხელოვნურად მიღებული სუბსტრატი, რომელსაც აქვს ჰაერის გატარების და ნესტის შენარჩუნების უნარი.

 

განასხვავებენ შემდეგი სახის სუბსტრატებს: ბუნებრივი ნიადაგი, ბუნებრივი და ხელოვნური ნაერთები, სინთეტიკური (პოლიმერული) სუბსტრატები.

 

ბუნებრივ ნიადაგად ითვლება ის, რაც ფორმირებულია ბუნების მიერ. რაც უფრო ინტენსიურად გამოიყენება ნიადაგი, დროთა განმავლობაში, მით ნაკლები საკვები ნივთიერებებია მასში. უარესდება ნიადაგის სტრუქტურა. ხდება უფრო მყიფე, კარგავს ჰაერისა და ნესტის შენარჩუნების უნარს.

 

ყოველივე ეს უარყოფითათ მოქმედებს მცენარის განვითარებაზე. ამგვარ ნიადაგში ჭარბი რაოდენობით გამანაყოფიერებლების გამოყენება იწვევს მარილების დალექვას, რაც აგრეთვე უარყოფითათ მოქმედებს მცენარეთა განვითარებაზე. ამგვარი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად იყენებენ ტორფს, ჩალას, ფოთლებს, ნაკელს, ნახერხს და სხვა, რაც ბუნებრივ მინაერთებს მიეკუთვნება.

 

სინთეტიკური სუბსტრატების დასამზადებლად იყენებენ მინერალურ ბამბას, პოლიაკრილის ჟელეს, საკვები მინერალებით გაჯერებულ ნაცარს და სხვა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ყოველივე ეს არ არის საკმარისი მცენარის სრულფასოვნად განვითარებისათვის. ამგვარი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასში შეყავთ სინთეტიკური მასალები: პენოპოლისტიროლის გრანულები და პოლიაკრილამიდები.

 

უკანასკნელ წლებში, ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების მისაღებად, სულ უფრო ხშირად გამოიყენება ბუნებრივი დანამატები: ტორფი, როგორც “სუფთა სახით”, ასევე სილასთან, პერლიტთან, ვერმიკულიტთან და მინერალურ ბამბასთან შერეული.

 

მცენარეს ნორმარული ზრდისათვის სჭირდება:

1. ჰაერი

2. წყალი

3. სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი

4. საკვები ნივთიერებები

5. სარეველა მცენარეებისგან თავდაცვა.

 

დავახასიათოთ თვითეული მათგანი ცალკ-ცალკე

 

ჰაერი.

 

 

ჟანგბადის დიდ ნაწილს მცენარეს აწვდის ფესვები. ნიადაგი, რომელიც განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას, ხუთავს მცენარეს, ამგვარ ნიადაგში ფესვი ცუდათ ვითარდება. აფუებული პერლიტის შეყვანა კი მას ხდის ფხვიერს და ჰაერგამტარს.

 

 

წყალი.

 

 

ნიადაგი კარგად უნდა ითვისებდეს წყალს და ასევე აწვდიდეს მცენარის ფესვებს. ამასთან მორწყვა უნდა ხდებოდეს შედარებით იშვიათად. სასურველია, რომ წყალი ნიადაგიდან არ ორთქლდებოდეს სწრაფად, რათა ზედაპირზე, შრობის შედეგად არ წარმოიშვას გაუმტარი ქერქი. აფუებული პერლიტის ნაწილები ნიადაგისთვის წარმოადგენს თავისებურ წყლის რეზერუარს. მორწყვის შედეგად იგი ინტენსიურად იწოვს წყალს (400%-მდე) და თანაბრად უნაწილებს პერლიტის სხვა ნაწილაკებს. ნიადაგის ფენა თანაბრად დატენიანებულია. მცენარეთა ფესვები პერლიტის “რეზერვუარის” მეშვეობით არ განიცდის წყლის ნაკლებობას. ნიადაგის ზედაპირი, რომელიც გამდიდრებულია პერლიტით, მზეზე გამოშრობის დროს, არ იკეთევს ქერქს. პერლიტი ქვედა ფენიდან იწოვს ნესტს და უზრუნველყოფს ზედაპირის დანესტიანებას. თეთრი ფერის პერლიტს აქვს მზის სინათლისა და თბოენერგიის არეკლვის უნარი.

 

 

სტაბილური ტემპერატურული რეჟიმი.

 

 

ტენიანობის სრულყოფილი მიგრაცია ნიადაგში და მასთან ერთად სითბური ცვალებადობა, კარგად არეგულირებს ტემპერატურას ფესვურ სისტემაში. ცნობილია, რომ ნიადაგის თბოგამტარიანობა დამოკიდებულია ნიადაგის სიმკვრივეზე, რაც ნაკლებია სიმკვრივე, მით უარესად გადანაწილდება ენერგია, ნიადაგი ძნელად გრილდება და ასევე ძნელად თბება. ეს კი უზრუნველყოფს ფესვის დაცვას გადახურებისა და გაყინვისაგან.

 

 

 

საკვები ნივთიერებები.

 

 

საკვები ნივთიერებები ფესვების მეშვეობით მცენარეს მიეწოდება გახსნილი სახით. პერლიტით განოყიერებული ნიადაგი უზრუნველყოფს ფესვებისათვის საკვები ნივთიერებების სრულფასოვნად მიწოდებას.

 

 

 

სარეველა მცენარეებისგან თავდაცვა.

 

 

აფუებული პერლიტის უპირატესობა უდაოა, ის ხომ მიღებულია ღუმელში გამოწვის გზით 1100-11500c ტემპერატურულ რეჯიმში. მასში არა თუ არ არსებობს სარეველას თესლები, არამედ მავნე მწერების კვერცხებიც.

 

 

აგროპერლიტის გამოყენების მაგალითები სოფლის მეურნეობაში

 

პერლიტი სუფთა თუ ტორფთან მინარევის სახით იდეალურია თესლის განვითარებისათვის. გამოყოფენ პერლიტის ამ მიზნით გამოყენების ორ ხერხს. პირველი-უშუალოდ ნიადაგში, მეორე _ გრანულების შექმნის გზით, რომლის შუა გულშიც მოთავსებულია მარცვალი, გარშემო დაქუცმაცებული პერლიტითა და ტორფით დატენიანებული ბლანტ მასამდე.

 

 

ოთახისა და ბაღის მცენარეთა ნერგების კომერციულმა მწარმოებლებმა დაადგინეს, რომ პერლიტი იდეალური გარემოა ჩითილებიდან მცენარეთა აღმოსაცენებლად. აქ მთავარია ჩითილების დაცვა მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან და პერლიტის სუბსტანციის ტენიანობის შენარჩუნება.

 

 

ნორვეგიის მეტყევეთა საზოგადოების მტკიცებით, 1971 წლიდან მოყოლებული ნორვეგიის ტყეები გაშენებულია პერლიტზე აღმოცენებული ნერგებით. უფრო ადრე ამ მიზნებისათვის გამოიყენებოდა 100% ტორფი. თუმცაღა, ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში, ტორფის ზედაპირზე წარმოქმნილი ხავსი, არ იძლეოდა საშუალებას წყლის სრულფასოვნად მიწოდებისთვის, განსაკუთრებით მე-2 და შემდგომ წლებში. დღესდღეობით სუბსტრატების შემადგენლობაში 25-30% პერლიტია. პერლიტის გამოყენება ამცირებს მოთხოვნებს ტორფზე, სუბსტრატიც ნაკლებად მკვრივდება.

 

 

პერლიტი ფართოდ გამოიყენება ქალაქების, ბაღებისა და სკვერების გამწვანებისათვის, ბუჩქებისა და ხეების გაშაშენებლად დასახლებულ პუნქტებში. ამ მიზნებისათვის სასურველია სუბსტრატი, რომლის შემადგენლობასიც შედის 1 წილი პერლიტი და 3 წილი ტორფი.

 

 

პერლიტის გამოყენებამ შესაძლებელი გახადა მცირე ფართობზე მეტი მოსვლის მიღებისა.

 

 

მეურნეობაში პერლიტის შემცველი ნიადაგი პერლიტის სილასთან ერთად მოთავსებულია პოლიეთილენის ტომრებში, განლაგებულია რიგად. თითოეულ ტომარას აქვს ექვსი ნახვრეტი, საიდანაც მოდის წამონაზარდი. რიგებს შორის დატოვებულია სივრცე, მცენარეთა მოსავლელად და მოსავლის ასაღებად.

 

 

კალიფორნიაში ჩატარდა გამოკვლევა, პერლიტსა და პენოპოლისტიროლზე აღმოცენებულ მცენარეთა ზრდის შესადარებლად. გმოყენებული იყო ორი სახის ნაერთი. I-პერლიტი-ტორფი (50-50), 5 ფუნტი კალციუმის კარბონატი და 3 ფუნტი დოლომიტე, II-პენოპოლისტიროლის გრანულები-ტორფი (50-50) და იგივე დანამატები. დღე გამოშვებით პერლიტიანი მასის მორწყვა ექვივალენტური აღმოჩნდა, მეორე მასის ყოველდღიურად მორწყვისა.

 

 

კორპელის უნივერსიტეტის (აშშ) სასოფლო-სამეურნეო განყოფილება აქვეყნებს გამოკვლევის შედეგებს, რომელიც ეხება პერლიტის გამოყენებას კომპოსტის (კომნოცთ) დამზადებისა და გამოყენების დროს. პერლიტი აჩქარებს დამზადების პროცესს, სპობს დადუღების პროცესში გამოყოფილი არომატების შემცირებას. ოპტიმალური შეფარდება: ½ პერლიტი ყოველ 12 დიუმ ფოთოლზე. პერლიტის რაოდენობის გაორმაგება იძლევა უკეთეს ეფექტს, მაგრამ ნაკლებად ეკონომიურია.

 

 

კომპოსტებისთვის ნებისმიერი სახის პერლიტი გამოიყენება, თუმცა უპირატესობა ენიჭება აგროპერლიტს, იგულისხმება ნიადაგის სტრუქტურის შემდგომში გაუმჯობესება.

 

 

შოტლანდიაში პომიდორის გამოყვანის დროს ჩვეულებრივ გამოიყენება პერლიტი შერეულ ნიადაგთან. ასევე გამოიყენება პერლიტი სუფთა სახით. მასა შეიცავს 14% ამონიუმის აზოტს და 86% ნიტრიტს.

 

 

მთელს მსოფლიოში აგრარულ საქმიანობაში 2005 წლამდე გამოიყენებოდა მეტალ ბრომიდი, მავნებლებთან და სარეველებთან საბრძოლველად. ამ თვალსაზრისით პერლიტი ყველაზე მისაღები და პერსპექტიულია.

 

 

აშშ-ში ღია გრუნტებზე იწარმოება 32 მლნ. დოლარამდე მეტი პროდუქცია, როცა ჰოლანდიაში-1,6 მლრდ, დოლარის ღირებულებისა, ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია უახლოეს ხანებში აშშ-ში აგროპერლიტის წარმოების სწრაფი განვითარება.

 

 

ნაწილობრივ აღნიშნავენ პომიდორის გამოყვანას პერლიტზე. ეს ხდება ან ტომრებში, ან სპეციალური პოლიეთილენის მილებში. მილების ქვემოთ კეთდება ჭრილები ზედმეტი წყლის გამოსაყოფათ.

 

 

დიდი ბრიტანეთის წამყვანი მებაღეები ამტკიცებენ, რომ პერლიტის სუბსტრატზე მიღებული მოსავალი საშუალოდ 7%-ით აღემატება, მინერალური ბამბით გაჯერებულ ნიადაგზე არსებულ მოსავალს.

 

 

სათბურის პირობებში ჩატარებული იქნა ექსპერიმენტი მარწყვის გამოყვანაზე.

 

 

სისტემა წარმოადგენდა პოლიეთილენის კონტეინერებს აფუებული პერლიტით, თითოეული 3,3 ლ. მოცულობით კონტეინერები ეწყობოდა ერთმანეთზე დიაგონალზე. კონტეინერებს შორის მოთავსებული იყო პლასტიკური მილი 12 მმ. დიამეტრით, რომელიც მაგრდებოდა სათბურის ჰორიზონტალურ სახურავზე. ყოველი კოლონა შედგებოდა ექვსი იარუსისგან. მგვარად თითო კოლონაში თავსდებოდა 24 მცენარე. გამოიყენებოდა განოყიერების წვეთოვანი სისტემა, საკვები ნივთიერებებისა და დატენიანებით უზრუნველყოფის მიზნით. წვეთოვნები ჩაყოლებული იყო 1,3 და მე-5 იარუსზე (ზემოდან). საკვები ნივთიერება თავს იყრიდა ყველა კოლონის საფუძველში და ბრუნდებოდა სისტემაში. საკვები მიეწოდება 2-4 ჯერ დღეში, ამინდთან დამოკიდებულებაში. მოსავალს იღებენ 5 თვის მანძილზე. სხვადასხვა ხარისხის მარწყვი იძლეოდა განსხვავებულ მოსავალს.

 

 

მსოფლიოში აფუებული პერლიტი ფართოდ გამოიყენება სპორტული მოედნების მწვანე საფარის მოწყობისას.

 

 

ინდოეთში პერლიტის გამოყენებით შესრულებულია ჯავახარლალა ნერუს სახელობის სტადიონი. ცნობილია, რომ ინდოეთის კლიმატური პირობები ქმნის ბალახის საფარისათვის უამრავ პრობლემას. ეს განპირობებულია წვიმისა და გვალვის სეზონების ცვალებადობით. (წვიმა-ივნისი-სექტემბერი, გვალვა-ოქტომბერი- მარტი). ნიადაგი- პერლიტი 1:4 შეფარდებით გამოყენების შემდეგ, 2 წლის მანძილზე ბალახი რჩება ფაფუკი და მწვანე.

 

 

არსებობს პერლიტის გამოყენების პრაქტიკა გოლფის სტადიონების მოწყობაშიც. ამ სტადიონების ბალახისეული საფარი კარგად უნდა ისრუტავდეს წვიმას, უძლებდეს გვალვას, წინააღმდეგობას უწევდეს გამკვრივებას. აქ კარგ შედეგებს იძლევა საშუალო ფრაქციის აგროპერლიტის გამოყენება.

 

 

1974 წლიდან ლოს-ანჯელესის დასვენებისა და პარკების (LADRP) განყოფილებამ ფართოდ დაიწყო აფუებული პერლიტის გამოყენება ქალაქის მწვანე საფარის, გოლფის და სტადიონების კეთილმოწყობაში. გამოიყენებენ: 70%სილა, 20% პერლიტი, 10 % ნიტროფუმუსი.

 

 

ვუდლეის გოლფის სტადიონი ექსპლუატაციაშია 10 წელი, ენსინოს-7წელი, ჰენსენის-7წელი. მათი აზრით, გოლფის სტადიონი შესრულებული აგროპერლიტის გამოყენებით უძლებს 100000 რაუნდს. თანაც დიდი წვიმის შემდეგ წყალი სწრაფად ქრება და მომენტალურად შეიძლება თამაშის გაგრძელება.

 

 

ცნობილია აგროპერლიტის გამოყენება დსთ-ს ქვეყნებშიც. რუსეთში ეს მასალა გამოიყენება გაერთიანებებში “რუსეთის ყვავილებში”, “მოსკოვის გარეუბნის ყვავილები”, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ყურძნის მწარმოებლებთა შორის.

 

 

სათბური მეურნეობის ხელოვნური ნიადაგების დამზადებისას გამოიყენებენ სილას, ტორფს და აგროპერლიტს..

 

 

მეტნაკლებად გავრცელებულია შემდეგი პროპორციები:

 

 

1) ტორფი, აგროპერლიტი და სილა _2::2:1 შეფარდებით.

 

 

2) ტორფი და აგროპერლიტი _1:1.

 

 

 

 

 

 

 

 

1985-1988წ. მოსკოვის ოლქის საცდელ სადგურში (TCXA) მეურნეობაში ჩატარდა ექსპერიმენტი ალუბლის სხვადასხვა სორტის ჩითილების გამოყვანაზე, ქლიავისა და ალუჩის, ტორფისა და აგროპერლიტის სუბსტრატებზე (1:1).

 

 

გამოკვლევის შედეგად დადგინდა: აგროპერლიტის გამოყენება ამცირებს დანაკარგს ნერგების გადარგვისა და შენახვის დროს, აუმჯობესებს ნაყოფიერებას 20-40%-ით.

 

 

მონაცემების საფუძველზე ყველაზე ოპტიმალურია ნარევი ტორფი-აგროპერლიტი (1:1.)

 

 

ხელოვნური ნიადაგი, აგროპერლიტის გამოყენებით გვხვდება მთელ რიგ სათბურებში. გავრცელებულია კვალის დაფარვა პოლიეთილენის საფარით, ან დაკიდებული ტომრები სათბურის კარკასის სახურავზე.

 

 

ამ შემთხვევებში თესლი თავსდება ფანჯარაში, რომელიც გამოჭრილია პარკში, წყალი და საკვები ნივთიერებები კი მიეწოდება თითოეულ მცენარეს.

 

 

იონუსი კავშირის გასაუმჯობესებლად ასეთ გრუნტს ხშირად უმატებენ აფუებულ ვერმიკულატს, რომელიც აგროპერლიტის მსგავსად ღუმელში გამოწვის გზით მიიღება.

 

 

აფუებული პერლიტი შეიძლება გამოყენებული იქნას ეკოლოგიური სუფთა ნაყოფის მისაღებად თვით რადიონუკლიდებით დაავადებულ ნიადაგზეც კი. ამისთვის ახდენენ მის მოდიფიკაციას.

 

 

რადიონუკლიდების მიგრაცია ხდება წყლის მიგრაციასთან ერთად: ნიადაგი-აგროპერლიტი-მცენარე. ამ გზით რადიონუკლიდები ჩერდებიან აგროპერლიტში და არ გადაეცემიან მცენარეს.

 

 

გარდა ზემოთ ჩამოთვლილ უპირატესობებთან, აგროპერლიტს აქვს მეტად სასარგებლო თვისება, რომელიც ფართო გამოყენებას პოულობს აგრარულ საქმიანობაში. იგულისხმება აფუებული პერლიტის დანიშნულება დატენიანების რეჟიმის რეგულირებაში სათბურებსა და ორანჟერიებში. პერლიტი თავსდება 80-100მმ. ფენად და ეხმარება წყალი. თანაბარი აორთქლება ზედაპირიდან ატენიანებს ჰაერს სათბურში.

 

 

მშრალი პერლიტი გამოიყენება დასათესი მასალის შესანახად. პერლიტი, რომელშიც არ ბუდობენ ბაქტერიები და არც სარეველას თესლები, საიმედო შესანახი ადგილია, იმ პირობით თუ დასათესი მასალა ერთმანეთთან შეხებასი არ იქნება.

 

 

 

 

 

პრაქტიკული რეკომენდაციები.

 

 

მსუბუქი ნაერთი გრუნტის გარეთ გამოსაყენებლად - 50% ტორფი და 50% პერლიტი. ამ შემადგენლობაში მასალები პრაქტიკულად ინერტულნი არიან და საგულისხმოა შესაფერისი რაოდენობის გამანაყოფიერებლების დამატება.

 

 

1/3 პერლიტი, 5 წილი ტორფი და 1/3 ნიადაგი_კარგი მოსავლის მისაღები საუკეთესო გარემო .ასევე მისაღებია სტანდარტული გარემო, მკვებავი დანამატები, რეკომენდირებული კონტეინერული პირობებისთვის.

 

 

1 წილი დანამული პერლიტი და 1 წილი ტორფი ან სხვა ორგანული მინაერთი, გაანაწილეთ 6=7,5სმ. დასათეს მონაკვეთზე აურიეთ ან კულტივაცია გაუკეთეთ ზედაპირს (15-20სმ) დაუმატეთ კონტეინერისთვის გათვალისწინებული გამანაყოფიერებლის რაოდენობა.

 

 

 

 

 

პერლიტი - გამრავლების ხელსაყრელი გარემო ხორბლის ნათესებისათვის.

 

 

პერლიტი უზრუნველყოფს დრენაჟის პროცესსა და ამავე დროს ინარჩუნებს საჭირო ტენს. არ ქმნის გადარგვის პროცესში არანაირ პრობლემას.

 

ხორბლის თესვის პროცესში რეკომენდირებულის ყოველ 100 კგ ხორბლის მარცვალზე გამოყენებულ იქნეს 0,5-1,0 კუბ მეტრი აგროპერლიტი.

 

ტრადიციული ვეგეტატიური გამრავლება.

 

ერთი წილი პერლიტი ერთ წილ ტორფთან და შეავსეთ სტელაჟები ან ლამბაქი ჩითილებით, მსუბუქად დატკეპნეთ და კარგად მორწყეთ.

 

ლამბაქი თესლით

 

ნახევარი მასა პერლიტი, ნახევარ ტორფთან დაყარეთ ლამბაქზე ან ქოთანში. გაატარეთ 15მმ ტორფი წვრილ საცერში, მოაყარეთ ზედაპირზე და დათესეთ. საჭიროების შემთხვევაში გამოცრილი მასა შეიძლება გამოიყენოთ თესლის დასაფარად.

 

პერლიტის გამოყენება კონტეინერის დრენაჟისათვის.

 

დარგვის წინ ქოთანში ან კონტეინერში ჩაყარეთ 5 სმ პერლიტი და შემდეგ მოათავსეთ ნერგი. ეს უზრუნველყოფს საკმარის დრენაჟს და ფესვის მაქსიმალურ ზრდას.

 

მცენარეების ეფექტური დატენიანება პერლიტის გამოყენებით

 

წყლის უკმარისობა მრავალ ქვეყანაში სერიოზულ პრობლემად იქცა. წყლის უკმარისობა დიდ პრობლემებს უქმნის სარგავი მასალის წარმოებას. თვით ამ ადგილებშიც კი, სადაც წყალი საკმარისი რაოდენობითაა, წყლის ეფექტურად გამოყენება მუდამ დგას დღის წესრიგში. წყლის კონსერვაციასა და ირიგაციასთან დაკავშირებული თანხები მკვეთრად გაიზარდა. ეს ფაქტები უარყოფითათ მოქმედებენ ხილეულისა და ბოსტნეულის კომერციულ მწარმოებლებზე