პერლიტო-ბეტონი

სამშენებლო პერლიტი

პერლიტი ბუნებრივად წარმოქმნილი ვულკანური მიწაა, რომელიც 1100 გრადუს ტემპერატურაზე ჩატარებული სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის შედეგად იძენს განსაკუთრებულ თვისებებს, რის შემდეგაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საცხოვრებელი ბინების, ოფისების, აგრეთვე შენობების  მშენებლობისა და რემონტის პროცესში. აქვს მაღალი სითბოს და ხმის იზოლაციის თვისებები. არ გააჩნია რადიაციული ფონი. გამოიყენება შენობების დასათბუნებლად, სხვადასხვა სათავსების და საცხოვრებელი ფართების საიზოლაციოთ და დასათბობად. გამოიკენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად, საუკეთესოა სახურავქვეშა თბო-იზოლაციისათვის როგორც საცხოვრებელ ბინებში, ასევე სამეურნეო ნაგებობებში.