პერლიტო-ბეტონი

ყველაზე დაბალი ფასები პერლიტის პროდუქტებზე! 

პერლიტი გამოიყენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად. საუკეთესოა სახურავქვეშა თბო-იზოლაციისათვის როგორც საცხოვრებელ ბინებში ასევე სამეურნეო ნაგებობებში.

 

      მაგალითისთვის: 20 სმ-იანი პერლიტის ბლოკის კედელი ექვივალენტურია 60 სმ-იანი პემზის ბლოკის კედლის, თავისი თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის თვისებებით. პერლიტით ამოშენებული და გალესილი კედლები დიდხანს ინარჩუნებენ ოთახის შიდა ტემპერატურას (ტემპერატურული დანაკარგი 24 სთ-ის განმავლობაში შეადგენს 18%-ს 24 სთ-ში) პერლიტის, ქვიშის და ცემენტის ნარევი (50%:30%:20%) ეფექტურია გარე ფასადის ლესვის დროს, არ ატარებს ნესტს და ტენს, არის კარგი სითბოს, ხმის და ნესტის იზოლატორი.

 

     პერლიტის, ქვიშის  (80%/20%) და ცემენტის ნარევი (+35%)   იძლევა საუკეთესო ეფექტს იატაკის მოჭიმვის (სტიაჟკის) შესასრულებლად, ხოლო( ასეთი მასის 5 სმ-იანი ფენა სითბოს და ხმის იზოლაციით უტოლდება 25 სმ-იანი ბეტონის ფილის მახასიათებელს.
    პერლიტის და თაბაშირის ნარევი (80%:20%) შეუცვლელია დახურულ ფართობზე როგორც კედლების, ასევე ჭერის ლესვის დროს, რადგან პერლიტს გააჩნია მაღალი წებობვნება, სიმსუბუქე და ის ადვილად ეკვრის კედელს და ჭერს, პრაქტიკულად არ აქვს დანაკარგი ლესვის დროს.
       გახსოვდეთ, პერლიტი ბუნებრივი მინერალია, არის ეკოლოგიურად სუფთა, იაფი, ხოლო მშენებლობის და რემონტის პროცესში თავისი მცირე წონის და სიმსუბუქის წყალობით არის მარტივი და იაფი გამოყენების დროს.
     პერლიტის ძირითადი თვისებებია: სიმსუბუქე, მაღალი წებოვნება, სქელი ფენის დატანის შესაძლებლობა, მაღალი ხმის და თბოიზოლაციის უნარი, მუდმივობა, ეკოლოგიურობა, მაღალი ჰიდროფობული თვისებები, სრული ხანძარ უსაფრთხოება.