ბიოპერლიტი

"ბიოპერლიტი"

პრემიუმ კლასის ბიოლოგიურად აქტიური ნიადაგის ორგანული სასუქი-გამაფხვიერებელი


    “ბიოპერლიტიწარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ მშრალი პერლიტის მასას, რომელიც ნიადაგში ტენთან, მიწასთან და ფესვებთან ურთიერთმოქმების დროს გამოყოფს მცენარის ზრდისთვის და განვითარებისთვის აუცილებელ  ბიომასას და უქმნის მას ფესვებში ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ გარემოს.

    “ბიოპერლიტიდამზადებულია 100%-ით ეკოლოგიური მცენარეული და ბუნებრივი (ვულკანური)  წარმოშობის კომპონენტებისაგან  და გამოიყენება ნებისმიერი სახის მცენარეთა კვებისათვისბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლეული (ხორბალი, ქერი, სიმინდი და ..), ყვავილები, გაზონის ბალახი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ნარგავებისა და ხეხილისათვის.

   “ბიოპერლიტი”,  აგრეთვე გამოიყენება როგორც ნიადაგის თვისებების გამაუმჯობესებელი, გამაფხვიერებელი  და რეგენერაციის საშუალება (ჰუმუსი აგრეგატული მდგომარეობა და ..);

   “ბიოპერლიტიგამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მოსაყვანად და განსაკუთრებულად ეფექტურია ორგანულ მეურნეობებში.

   “ბიოპერლიტი” განეკუთვნება "GREEN PRODICT"-ის კატეგორიის ორგანულ პროდუქციას.


ბიოპერლიტის დადებითი თვისებები:

   ბიოპერლიტი აუმჯობესებს გრუნტის სტრუქტურას,    ანეიტრალებს მის მარილიანობას, შთანთქავს ზედმეტ ტენს და ამავე დროს ინარჩუნებს წყლის ბალანსს ნიადაგში, ანუ ფაქტიურად ასრულებს დრენაჟის ფუნქციას. ბიოპერლიტი იცავს ნიადაგს ტემპერატურათა ცვალებადობისაგან, და იცავს ფესვებს გაყინვისაგან ზამთარში და გადახურებისაგან ზაფხულში.

   ჩვენი სავაჭრო ნიშნით წარმოებული ბიოპერლიტი, იმ სახით როგორც ის მიდის მომხმარებელთან, ავლენს შემდეგ თვისებები:

1. ბიოპერლიტი არ ლპება, არ იხრწნება;

2. ბიოპერლიტი მდგრადია მიკროორგანეზმების მიმართ;

3. ბიოპერლიტი არ იჩენს სოკოსა და ხავსს;

4. ბიოპერლიტი ზრდის ნიადაგის ნაყოფიერებას

5. ბიოპერლიტი ფესვებისათვის წარმოადგენს აქტიურ ბიოსტიმულატორს და ზრდის მათ მოსავლიანობას;

6. ბიოპერლიტით მოწვეული ხილი, ბოსტნეული და კენკრა უკეთ ინახება;

7. ბიოპერლიტი შთანთქავს ნიადაგიდან მძიმე მეტალებსა და ტოქსინებს, რაც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი;

   ... და რაც ყველაზე მთავარი და ექსკლუზიური თვისებაა: ბიოპერლიტს გააჩნია მაღალი ბგერაიზოლაცია! ნიადაგში მოხვედრის დროს იგი ავლენს ამ ბგერასაიზოლაციო თვისებებს! იმის გამო რომ ნიადაგში არსებული მავნებლები და მღრნელები ორიენტაციას და ერთმანეთთან კავშირს ახორციელებენ ულტრაბგერების მეშვეობით, "ბიოპერლიტის" მაღალი ბგერასაიზოლაციო თვისებების გამო ხდება მღრნელებისა და მანვებლების მიერ გენენირებული ულტრაბგერების შთანთქმა, რაც ახდენს მათ სრულ დეორიენტაციას და ისინი ვეღარ აღწევენ და ვეღარ აზიანებენ მცენარეთა ფესვების, რომლებიც მოთავსებულია "ბიოპერლიტის" გარემოში!