მშენებლობა

ყველაზე დაბალი ფასები პერლიტის პროდუქტებზე!

მშენებლობა და რემონტი ბუნებრივი ინერტული მასალის პერლიტის გამოყენებით.

  პერლიტი ბუნებრივად წარმოქმნილი ვულკანური მიწაა, რომელიც 1100 გრადუს ტემპერატურაზე ჩატარებული სპეციელური ტექნოლოგიური პროცესის შედეგად იძენს განსაკუთრებულ თვისებებს, რის შედეგადაც იგი წარმატებით და ეფექტურად შეიძლეება გამოყენებულ იქნას მშენებლობასა და რემონტში შიდა კედლების და გარე ფასადების შელესვის დროს, არამზადი კედლების შემავსებლად, ბლოკების და აგურის წარმოებისათვის. პერლიტი საუკეთესოა საცხოვრებელი ბინების, ოფისების, აგრეთვე შენობების ფასადების გასალესად. აფუებულ პერლიტს აქვს მაღალი სითბოს და ხმის იზოლაციის თვისებები, არ გააჩნია რადიაციული ფონი, გამოიყენება შენობების დასათბუნებლად სხვადასხვა სათავსების და საცხოვრებელი ფართების საიზოლაციოდ და დასათბობად. აფუებული პერლიტი გამოიყენება მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად. საუკეთესოა სახურავქვეშა თბო-იზოლაციისათვის როგორც საცხოვრებელ ბინებში ასევე სამეურნეო ნაგებობებში.
  აფუებული პერლიტის გამოყენების მაგალითები: 

   1. 20 სმ-იანი პერლიტის კედელი ექვივალენტურია 60 სმ-იანი პემზის ბლოკის კედლის, თავისი თბოიზოლაციისა და ხმის იზოლაციის თვისებებით. 

   2. პერლიტით ამოშენებული და გალესილი კედლები დიდხანს ინარჩუნებენ ოთახის შიდა ტემპერატურას (ტემპერატურული დანაკარგი 24 სთ-ის განმავლობაში შეადგენს 18%-ს 24 სთ-ში). 

   3. პერლიტის, ქვიშის და ცემენტის ნარევი (3:1:1) ეფექტურია გარე ფასადის ლესვის დროს, არ ატარებს ნესტს და ტენს, არის კარგი სითბოს, ხმის და ნესტის იზოლატორი. 

   4. პერლიტის, ქვიშის და ცემენტის ნარევი (4:1:1) იძლევა საუკეთესო ეფექტს იატაკის მოჭიმვის (სტიაჟკის) შესასრულებლად, ხოლო ასეთი მასის 3 სმ-იანი ფენა სითბოს და ხმის იზოლაციით უტოლდება 15 სმ-იანი ბეტონის ფილის მახასიათებელს.
   გახსოვდეთ, პერლიტი ბუნებრივი მინერალია, არის ეკოლოგიურად სუფთა, იაფი, ხოლო მშენებლობის და რემონტის პროცესში თავისი მცირე წონის და სიმსუბუქის წყალობით (1 მ3 პერლიტი იწონის დაახლოებით 100 კგ-ს) არის მარტივი და იაფი გამოყენების დროს.
  პერლიტის ძირითადი თვისებებია: სიმსუბუქე, მაღალი წებოვნება, სქელი ფენის დატანის შესაძლებლობა, მაღალი ხმის და თბოიზოლაციის უნარი, მუდმივობა, ეკოლოგიურობა, მაღალი ჰიდროფობული თვისებები, სრული ხანძარ უსაფრთხოება. 

  
9 ფაქტორი რის გამოც მშენებლობის დროს ჩვენ ვირჩევთ პერლიტს 
1) პერლიტი ბუნებრივი და ეკოლოგიური სამშენებლო მასალაა. 
2) პერლიტი ახასიათებს სითბოს და ხმის მაღალი საიზოლაციო თვისებები. 
3) პერლიტი გამოყენება ბინათმშენებლობაში, საშუალებას გვაძლევს შენობის დათბუნებაზე და გაგრილებაზე მივაღწიოთ 60 %-მდე ენერგო-ეკონომიას. 
4) პერლიტის გამოყენებით მშენებლობის პროცესში სამშენებლო კონსტრუქციები მარტივდება, მსუბუქდება, შენობის სიმძიმის ცენტრი დაბლა იწევს, რაც ზრდის შენობის სეისმურ მდგრადობას. 
5) პერლიტის გამოყენება მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო ხარჯებს. 
6) პერლიტით აშენებული საცხოვრებელი ბინა ან სახლი ქმნის საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემოს. 
7) პერლიტის შემცველ სამშენებლო მასალებს – პერლიტის ბლოკს, სალეს პერლიტს და სხვებს გააჩნიათ მაღალი ცეცხლგამძლეობა. 
8) პერლიტი შეუცვლელია დახრილი სახურავების და სხვენების თბოიზოლაციისათვის. 
9) პერლიტი არ ძველდება, არ იშლება დროთა განმავლობაში , მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენენ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა მავნებლები. 


პერლიტის ბლოკი 
კომპანია “ქართული პერლიტის ჯგუფი” აწარმოებს 6 ტიპის პერლიტის სამშენებლო ბლოკს. 
პერლიტის ბლოკის ზომა - 10*20*40; წონა 4-5 კგ; სიმტკიცე მ25 

პერლიტის ბლოკის ზომა - 13*20*40; წონა 6,5 კგ; სიმტკიცე მ25 

პერლიტის ბლოკის ზომა - 15*20*40; წონა 7,5 კგ; სიმტკიცე მ25 

პერლიტის ბლოკის ზომა - 20*20*40; წონა 10 კგ; სიმტკიცე მ25 

პერლიტის ბლოკის ზომა - 25*20*40; წონა 12,5 კგ; სიმტკიცე მ25 
პერლიტის ბლოკის ზომა - 30*20*40; წონა  15 კგ; სიმტკიცე მ25 
1 კვ მეტრში ეწყობა 12,5 ცალი ბლოკი; 
პერლიტის ბლოკი არ იწვის, არ ფეთქდება ცეცხლში (როგორც ეს ემართება კირქვის ბლოკს), არ გააჩნია რადიაციული ფონი... და საერთოდ - პერლიტის ბლოკი - ეს ძალიან კარგია! 

პერლიტობეტონი 
პერლიტობეტონი წარმოადგენს მსუბუქი ბეტონების ერთ-ერთ სახეს, რომელსაც აქვს ფოროვან-მარცვლოვანი სტრუქტურა, დაბალი მოცულობითი წონა და თბოგამტარიანობა. ეს მასალა დამუშავებულ იქნა სპეციალურად იმისთვის, რომ გარე კედლების კონსტრუქციიდან ამოღებული იქნას არატექნოლოგიური მოძველებური საშენი მასალები. რაც შეეხება თანამედროვე მკაცრ მოთხოვნილებებს ენერგიის დაზოგვის მხრივ, პერლიტობეტონი, როგორც ერთ-ერთი ეფექტური თბოსაიზოლაციო მასალა, რეკომენდირებულია მშენებლობაში გამოსაყენებლად. 
თავის არაჩვეულებრივ თვისებებს პერლიტობეტონი შესანიშნავად ავლენს მონოლითურ სტრუქტურებში, ბლოკების, ფილებისა და ბათქაშის საფარის სახით. იგი მაქსიმალურ ეფექტს ავლენს ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრებში, როგორიცაა თბოგამტარიანობა, ორთქლშეღწევადობა და თბური ინერცია, მაღალი ბგერასაიზოლაციო და ბგერამშთანთქმელი მახასიათებლები. ერთობლიობაში სწორედ ეს ქმნის კომფორტულ პირობებს შენობაში - ზამთარში-სითბოს ხოლო ზაფხულში-სიგრილეს. 
20 სმ-იანი პერლიტობლოკების კედელი, თავისი თბოფიზიკური მაჩვენებლებით წარმატებით ცვლის ერთმეტრის სისქის აგურის წყობას. ამ დროს ასეთი კედელი არ საჭიროებს დამატებით დათბუნებას. მათზე შეიძლება აგრეთვე მოეწყოს მოსაპირკეთებელი ფილები ან დაიტანო დეკორატიული ბათქაში. 
შენობის დასათბუნებლად გამოყენებული პერლიტობეტონი მრავალი წლების განმავლობაში იქნება ექსპლუატაციაში, ვინაიდან მას აქვთ მაღალი ყინვაგამძლეობა, ბიომდგრადობა, მდგრადობა კოროზიის, მაღალი ტემპერატურების, ტემპერატურული ცვლილებებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებების მიმართ. 
ამ მასალისგან აშენებული საცხოვრებელი სახლები, აგურით ან ბლოკებით ნაშენებ სახლებისგან განსხვავებით არ იწვიან და არ ინგრევიან ხანძრის შემთხვევაში. ჩატარებული ცდების შედეგად დადგინდა, რომ 1 სმ-იანი პერლიტობეტონის კედელი 2 სთ-ის განმავლობაში უძლებს ცეცხლის ალის პირდაპირ ზემოქმედებას სტრუქტურის დაუშლელად. მისი გამოყენება შეიძლება მეტალოკონსტრუქციების იზოლაციისათვის და სახანძრო და ავარიული გასასვლელებისა და კიბეების ასაშენებლად. 
პერლიტობეტონის ორთქლშეღწევადობის თვისებების გამო მისგან აშენებული სახლი "სუნთქავს", როგორც ხისგან აშენებული. ეს თვისება "ისუნთქოს", განასხვავებს მას სხვა ტრადიციული საშენი მასალებისგან. ის ინტენსიურად მუშაობს ორთქლის გასაწოვად შენობის შიგნიდან გარეთ, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის მის გამოყენებას. 
პერლიტობეტონი ძალიან მსუბუქი მასალაა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს შენობის წონას. მაგრამ მისი უმთავრესი თვისებაა სითბოს დაზოგვა (მისი მაღალი თბოფიზიკური მაჩვენებლების გამო). სახლი, რომელიც აშენებულია ამ მასალით 40%-ით და მეტად ზოგავს მის გასათბობად და გასაგრილებლად საჭირო ენერგიას, ასევე უზრუნველყოფს ხმაურისაგან კარგ დაცვას.