blank  
 
Production ka

                       


პერლიტი

ერლიტის ბლოკი
პერლიტის ხსნარი
პერლიტის პროდუქცია


          



     პერლიტი ვულკანური მინაა, რომელიც წარმოიქმნება ბუნებრივი გზით. მის ასაღწერად გამოყენებული იქნა სხვადასხვა სახელწოდებები, მაგრამ 1822 წლისთვის მას უწოდეს "პერლიტი". ვინაიდან ვულკანური მინა აფუების შედეგად ღებულობს თოვლივით თეთრ ქათქათა ფერს, ხოლო "პერლიტი" ლათინურ ენაზე ნიშნავს მარგალიტს.  

    პერლიტი არ არის სავაჭრო მარკა, არამედ ეს არის სახელწოდება ბუნებრივად წარმოქმნილი ვულკანური კაჟის ქანის. პრლიტის გამანსხვავებელი თვსება სხვა ვულკანური მინებისგან არის ის რომ მისი გარკვეულ ტემპერატურამდე გაცხელების შედეგად იგი ფუვდება და ხდება მის პირვანდელ მოცულობაზე 4-20 ჯერ უფრო დიდი მოცულობის.

    აფუების პროცესი ხდება პერლიტის ქანში 2-6% ქიმიურად ბმული წყლის შემცველობის გამო. სწრაფი გაცხელების დროს 870 C°- 1150 C° პერლიტის ქანი ფუვდება ბატი-ბუტის მსგავსად. წყალი ორთქლდება და ქმნის უთვალავ პატარა ბუშტულებს დარბილებულ მინისებურ ნაწილაკებში. სწორად ეს პატარა მინით შეფუთული ბუშტულები განაპირობებენ პერლიტის სიმსუბუქეს და სხვა განსაკუთრებულ ფიზიკურ თვისებებს.
    აფუებულ პერლიტს გააჩნია თოვლივით თეთრი ფერი, იმ დროს როდესაც პერლიტის ქანი ბუნებრივ პირობებში შეიძლება იყოს გამჭვირვალედან ნაცრისფრამდე ან პრიალა შავ ფერამდე. აფუებული პერლიტის ქვიშა შეიძლება იყოს (32-240)კგ/მ3 მოცულობითი წონის, რის გამოც იგი იძენს მრავალმხრივ გამოყენების თვისებებს ისეთ დარგებში, როგორიცაა მაგალითად მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კრიოტექნიკა, მეტალურგია. იგი აგრეთვე წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სითხეების: ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების, სასმელი და ტექნიკური წყლის, საკვები და ტექნიკური ზეთების, ნავთობპროდუქტების, ანტიბიოტიკების და სხვათა საფილტრავად ფილროპერლიტის ფხვნილის სახით და ა.შ.


რატომ პერლიტი?!



9 ფაქტორი რის გამოც მშენებლობის დროს ჩვენ ვირჩევთ პერლიტს


1) პერლიტი ბუნებრივი და ეკოლოგიური სამშენებლო მასალაა.
2) პერლიტი ახასიათებს სითბოს და ხმის მაღალი საიზოლაციო თვისებები.  

3) პერლიტი გამოყენება ბინათმშენებლობაში, საშუალებას გვაძლევს შენობის დათბუნებაზე და გაგრილებაზე მივაღწიოთ 60 %-მდე ენერგო-ეკონომიას.

4) პერლიტის გამოყენებით მშენებლობის პროცესში სამშენებლო კონსტრუქციები მარტივდება, მსუბუქდება, შენობის სიმძიმის ცენტრი დაბლა იწევს, რაც ზრდის შენობის სეისმურ მდგრადობას.

5) პერლიტის გამოყენება მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო ხარჯებს.

6) პერლიტით აშენებული საცხოვრებელი ბინა ან სახლი ქმნის საუკეთესო ეკოლოგიურ საცხოვრებელ გარემოს.

7) პერლიტის შემცველ სამშენებლო მასალებს – პერლიტის ბლოკს, სალეს პერლიტს და სხვებს გააჩნიათ მაღალი ცეცხლგამძლეობა.  
8) პერლიტი შეუცვლელია დახრილი სახურავების და სხვენების თბოიზოლაციისათვის.
9) პერლიტი არ ძველდება, არ იშლება დროთა განმავლობაში , მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენენ ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა მავნებლები.

 


 







 


კომპანია “ახალი სამშენებლო ტექნოლოგიები”

ვებ-გვერდი შექმნა სტუდიამ

"ჯი.ემ.ჯგუფი +"